პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი, ადამ ნიდზელსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები 17 იანვრამდე უნდა გახანაგრძლივდეს. ამჟამად, პოლონეთში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით აკრძალულია ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება. ასევე ქორწილები და სამგლოვიარო ცერემონიები. სკოლის მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ, დახურულია კინოთეატრები და მუზეუმები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 1 140 572 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 960 პაციენტი გარდაიცვალა.