პოლონეთის ეროვნული სამგზავრო შეზღუდვების გამო, „ვიზეარი“ პოლონეთის მიმართულებით ფრენებს აუქმებს
პოლონეთის ეროვნული სამგზავრო შეზღუდვების გამო, „ვიზეარი“ პოლონეთის მიმართულებით ფრენებს აუქმებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ვიზეარის“ განცხადებაში.
„ვიზეარი“ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუზ მორავიეკის, განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც პოლონეთი შეზღუდვებს აწესებს საერთაშორისო ფრენებზე, 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე.
ფრენების შეზღუდვის მიზანი ახალი COVID-19-ის პანდემიის გავრცელების მინიმალიზაციაა. 2020 წლის 15 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ უფლება შესვლის უფლება პოლონეთის ტერიტორიაზე, ხოლო პოლონეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან ქვეყანაში დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნებიან კარანტინში.
მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. მათ
ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ „ვიზეარის“ პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე ექნებათ ალტერნატივა, რომ მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მათ, ასევე, ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობება ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ, მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-ი.
„ვიზეარი“ ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.