პოლონეთის ელჩმა სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პოლონეთის ელჩმა სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა მუხათგვერდის სასაფლაოზე, სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-15 წლისთავზე, ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე, სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.