პოლონეთის ცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის 39.2 პროცენტით ლიდერობს მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“, 27.1 პროცენტით მეორე ადგილზეა ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“
პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების 41.1 პროცენტია დათვლილი.
მონაცემების მიხედვით, 29,62 პროცენტით ლიდერობს ქვეყნის მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელსაც, პირველადი მონაცემებით, 27.1 პროცენტი აქვს.
ბარიერი ასევე გადალახეს პარტიებმა „მესამე გზა“, მემარცხენეებმა და პარტია „კონფედერაციამ“.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პოლონური მედია წერს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შანსი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში კოალიცია შექმნან და უმრავლესობა მიიღონ. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, არჩევნებთან ერთად გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა, რაც ნიშნავს, რომ ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო არ არის. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმის ერთ-ერთი საკითხი არალეგალი მიგრანტების მიღებას შეეხებოდა.