პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერი დონალდ ტუსკი წარადგინეს
პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი დონალდ ტუსკი წარადგინეს.
მანამდე პოლონეთის სეიმმა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მატეუშ მორავიეცკის დანიშნვას.
მორავიეცკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მხოლოდ 190 დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 266.
მორავიეცკი, რომელიც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრია, ახალი მთავრობის მეთაურად პარლამენტს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წარუდგინა. როგორც დუდამ განმარტა, მან ეს ნაბიჯი კონსტიტუციის დაცვით გადადგა, რადგანაც მორავიეცკი იყო მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლის“ წევრი, რომელმაც ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყველზე მეტი ხმა დააგროვა. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი სეიმში უმრავლესობის ფორმირებისთვის
არჩევნების შემდეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად უფრო მეტი მანდატი მიიღეს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დონალდ ტუსკი წარადგინეს.
ამჟამად პოლონეთის სეიმში მიმდინარეობს დებატები, რის შემდეგაც კენჭს უყრიან პრემიერ-მინისტრად ტუსკის დანიშვნას.