პოლონეთი საზღვრებს 15 ივნისიდან გახსნის, სხვა შეზღუდვები კი, პირველ ივლისს მოიხსნება
პოლონეთი საზღვრებს 15 ივნისიდან გახსნის. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება პოლონეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა პირველ ივლისს მოიხსნება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 28 ივნისს გაიმართება. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.