პოლონეთი ფინეთს, გერმანიასა და საბერძნეთს ბელარუსთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად მიმართავს
პოლონეთი ფინეთს, გერმანიასა და საბერძნეთს ბელარუსთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად მიმართავს.
„ეს არის ქვეყნები, რომლებიც გამოცდილი არიან საზღვრების დაცვაში. განსაკუთრებით საბერძნეთის გამოცდილება შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო“, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის მაღალჩინოსანმა.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოs, Frontex-ის ცნობით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში თითქმის გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში გადასვლას ბლოკის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
პოლონეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი მომავალ კვირას ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე განიხილება. მიმდინარე კვირის დასაწყისში გერმანიამ და პოლონეთმა წარმოადგინეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.