პოლონეთი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
პოლონეთი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

პოლონეთი ევროკავშირს დემოკრატიასთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის იდეას ყველაზე მეტად კანონის წინაშე წევრი ქვეყნების უთანასწორობა აზიანებს.

ჯასეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, ევროკომისია თავის ფუნქციას არ ასრულებს, რაც ხელშეკრულებების ობიექტურად დაცვას გულისხმობს.

„მსურს განვაცხადო, რომ ევროკომისია სუპერმთავრობა არ არის, ევროპარლამენტი კი სუპერპარლამენტი და მათ არ აქვთ უფლება, ეროვნულ პარლამენტებს ინსტრუქციები მისცენ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.