პოლონეთი და ლატვია რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებულები არიან
პოლონეთი და ლატვია რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებულები არიან.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ინფორმაციით, წვრთნების ნაწილი ბელარუსის დასავლეთ საზღვართან უნდა გაიმართოს, სადაც ამაჟამად მიგრანტების გამო რთული ვითარებაა შექმნილი.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მათ საზღვრებთან ათასობით მიგრანტი განზრახ მიიყვანა და ასე ცდილობს ევროკავშირის შანტაჟს. მათივე თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო ასე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ იქცევა.
„რაც ახლა ხდება ბელარუსში არის ჰიბრიდული თავდასხმა ჩვენს საზღვრებზე. სახელმწიფო იტაცებს ადამიანებს, აძლევს მათ ვიზებს და შემდეგ სასაზღვრო რაიონებში გადაჰყავს. ეს სახიფათოა, რადგან ახლოვდება რუსეთის სამხედრო წვრთნები „ზაპად 2021“. მანევრები იგივე ადგილზე ევროკავშირის საზღვრებთან იმართება, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმაც.
ბელარუსში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო მანევრებში ათასობით ბელარუსი სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკაც ჩაერთვება.