პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ
პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ

პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთა.

უკრაინის ხუთ მეზობელს ევროკავშირმა მაისში ნება დართო, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვები, ამავდროულად, დაუშვა ასეთი ტვირთების ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. აღნიშნული აკრძალვა 15 სექტემბრამდე არის ძალაში.

„მინდა, აღვნიშნო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შეთანხმება ვერ მოხდება, ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ შეზღუდვებს დააწესებს. ჩვენი განცხადება ნათელია“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები ასევე თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ მარცვლეულის ტრანზიტის სუბსიდირებას და სურთ, იმპორტის აკრძალვის სიას სხვა პროდუქტებიც დაემატოს.