პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კედლის აშენებას 2022 წლის პირველი ნახევრისთვის გეგმავს
პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კედლის აშენებას 2022 წლის პირველი ნახევრისთვის გეგმავს

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კედლის აშენებას 2022 წლის პირველი ნახევრისთვის გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ პოლონურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„უკვე არსებობს ძალიან კონკრეტული სამშენებლო გეგმა. მომდევნო წლის პირველი ნახევრისთვის იქნება საინჟინრო ღობე. სიგრძე იქნება 180 კილომეტრი, სიმაღლე 5,5 მეტრი“, – განაცხადა კამინსკიმ.

მინისტრის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება აგრეთვე განიხილავს პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ სატრანზიტო-სარკინიგზო მარშრუტის დახურვის საკითხსაც.