პოლონეთი აშშ-დან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს პეტრიოტის განთავსებაზე კონტრაქტს 28 მარტს ხელს მოაწერს
პოლონეთი აშშ-დან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს პეტრიოტის განთავსებაზე კონტრაქტს ოთხშაბათს მოაწერს ხელს. ამ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საუბარია, საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე კომპლექსებზე. მხარეებს შორის შეთანხმება 2017 წლის ივლისში შედგა, პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს.
შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე 2021-2022 წლებში ორი კომპლექსის განთავსება იგეგმება.