პოლონეთი ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. პოლონეთის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტი 20 წლით გაფორმდა, ხოლო „გაზპრომთან“ შეთანხმება ვადის ამოწურვის შემდეგ შეწყდება.
პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანიის ინფორმაციით, ამერიკულ Venture Global LNG-ი პოლონეთს წელიწადში 2 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის.
„აღნიშნული კომპანია 20 წლის განმავლობაში მიაწვდის პოლონეთს ბუნებრივ აირს, რომელიც შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ასევე შესაძლებელი იქნება მისი გაყიდვაც“, – ნათვქამია პოლონური კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ხელმძღვანელ პიოტრ ვოზნიაკის თქმით, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ „გაზპრომთან” გაფორმებულ გრძელვადიან კონტრაქტს 2022 წელს ვადა ეწურება და პოლონეთს ალტერნატიული მომმარაგებელი დასჭირდება.
ვოზნიაკის განცხადებით, ვარშავა რუსულ გაზს, ნორვეგიის შელფზე მოპოვებული ბუნებრივი აირით და ამერიკული თხევადი გაზით ჩაანაცვლებს.
პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ამერიკული ბუნებრივი აირი, პოლონეთს რუსულზე 30 პროცენტით იაფი დაუჯდება.
პოლონეთი ყოველწლიურად 15 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ამ მოცულობის მესამედს ვარშავა რუსეთისგან იღებს.