პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის 700 000 ევრო გამოიყოფა. აღნიშნულის შესახებ ევროპული კომისიის განცხადებაშია მითითებული.
„ევროკავშირი მხარს უჭერს მის პარტნიორებს, რათა ისინი დაეხმარონ ბელარუსის საზღვარზე და სხვა ტერიტორიებზე ჩარჩენილ ადამიანებს ტანჯვის შემსუბუქებაში. მოვუწოდებ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუდმივი ხელმისაწვდომობის გაგრძელებას, რათა მათ მეტ მიგრანტს გაუწიონ დახმარება“, – განაცხადა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა.
არსებული ინფორმაციით, მობილიზებული თანხები გადაირიცხება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მეშვეობით და მოხმარდება საკვების, საბნების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენას.