პოლონელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს ბელარუსის საზღვარზე იარაღის გამოყენებას უმარტივებს
პოლონელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს ბელარუსის საზღვარზე იარაღის გამოყენებას უმარტივებს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ კანონპროექტს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, უფლებადამცველების თქმით, ის არღვევს ადამიანის უფლებს.
აქტივისტების განცხადებით, იმედი ჰქონდათ, რომ ტუსკის პროევროპული მთავრობა არ გაიმეორებდა წინა ხელისუფლების მიდგომებს მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით.
ვარშავაში, ისევე როგორც ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბელარუსი და მისი მოკავშირე რუსეთი გამიზნულად ქმნიან ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების კრიზისს, რასაც მინსკი და მოსკოვი უარყოფენ.
სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, როცა საზღვარზე 21 წლის პოლონელი ჯარისკაცი დაჭრეს დანით, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
კანონპროექტი საშუალებას მისცემს უსაფრთხოების სამსახურებს, საგანგებო სიტუაციებში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონპროექტმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ინციდენტების სათანადო შემოწმებას.