პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის, ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, პოლონელ ფერმერებს ამ ეტაპზე სრულად აქვთ ბლოკირებული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა.

მისი თქმით, პუნქტებთან ამ დროისთვის 1 500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული და ელოდება გზის გახსნას.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტომობილები და ავტობუსები საზღვარს ხუთივე მიმართულებაზე უპრობლემოდ კვეთენ, თუმცა არის შეფერხება. პოლონელი ფერმერები, უკვე რამდენიმე თვეა, მართავენ საპროტესტო აქციებს. სხვა პრობლემებს შორის, მათთვის ასევე ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინული სოფლის მურნეობის პროდუქტების იმპორტია.