პოლონელი ფერმერები რამდენიმე დღით გერმანიასთან საზღვრის გადაკეტვას აპირებენ
პოლონელი ფერმერები გერმანიასთან საზღვრის ბლოკირებას დაიწყებენ, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება.
როგორც მედია წერს, ორივე მიმართულებით მოძრაობის ყველა ზოლი გადაიკეტება.
სასაზღვრო გადასასვლელი მდებარეობს ბერლინისა და ვარშავის დამაკავშირებელ ავტობანზე, სადაც გერმანიასა და პოლონეთს შორის ყოველდღიურად დაახლოებით 17 ათასი სატვირთო მანქანა მოძრაობს.
პოლონეთისა და გერმანიის ხელისუფლება სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას ელოდებიან.
ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიან, ასევე, ითხოვენ ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას.
შეგახსენებთ, ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, გუშინ ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა.