პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კანონი და სამართალი“ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კანონი და სამართალი“ ხუთპუნქტიანი ეროვნული ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა.
როგორც პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, საქართველო საშიანაო და საგარეო გამოწვევების წინაშეა, რაც აისახება ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებელზე მართლმსაჯულების სისტემის კრიზისზე, უმუშევრობასა და რუსულ საფრთხეებთან.
„გავაკეთეთ ანტიკრიზისული გეგმას, რომელსაც ორშაბათს შევთავაზეთ საკანონმდებლო ორგანოს. სწრაფად ვიმოძრავებთ, ისედაც ვაკეთებდით, ვმუშაობდით, მაგრამ განსაკუთრებით დავაჩქარეთ ეს ყველაფერი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ხელისუფლება დაკავებულია ხალხის დამუნათებით. გუშინ ვნახეთ ისევ ახალი მოძრაობა. რას მოძრაობენ, არ ვიცი. ხალხისთვის არავინ მოძრაობს. „დაიცავი საქართველო“ თუ რაღაც, ვფიქრობ, ამ მოძრაობას უფრო ჰქვია ივანიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ მგონია, რომ ახლა ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს, ძალიან სწრაფად. ჩვენ გუნდს აქვს შესანიშნავი პროგრამა, ასე ვთქვათ გრაფიკული, როგორ მივეშველოთ იპოთეკარებს, რომელშიც მთელი საქართველოა პრაქტიკულად ჩაძირული და ეს წარმოუდგენელი ვითარებაა, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდება, თუ ჩვენ სასწრაფოდ არ წარვადგინეთ ანტიკორუფციულ გეგმას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.