პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, პირველი მოსმენით 87 ხმით მიიღეს.
პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო წესით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, 2024 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს, ნაცვლად არანაკლებ ოთხისა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება.
საკითხი პლენარულ სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა.