„პოლიტიკოს“ წყაროს ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოლდოვაში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოლდოვის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ სამიტის მომზადებაში ჩართულ სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ერდოღანმა სამიტზე ჩასვლაზე ბოლო მომენტში თქვა უარი.
კიშინიოვში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტია. ემანუელ მაკრონის ინიციატივით დაარსებული ევროპული პოლიტიკური საზოგადოება 40-ზე მეტ ევროპელ ლიდერს აერთიანებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან.
ერდოღანი მონაწილეობდა პირველ სამიტში, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართა.