„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებები აქტიურად იძიებენ შესაძლებლობას, კორონავირუსი ბიოლოგიურ იარაღად ხომ არ იყო გამოყენებული
აშშ-ის თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებები აქტიურად იძიებენ შესაძლებლობას, კორონავირუსი მეტოქეებმა ბიოლოგიურ იარაღად ხომ არ გამოიყენეს , – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გამოძიების მიუხედავად, მაღალჩინოსნები არ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი აღნიშნული მიზნით განზრახ შეიქმნა.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის პოტენციურ წარმოშობაზე გამოძიებას ატარებენ, მაგრამ ამჟამად არ არის დაზვერვის ინფორმაცია ან მეცნიერული საბუთი თეორიის გასამყარებლად, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა. გარდა ამისა, სპეცსამსახურებმა ასევე დაიწყეს პოტენციური ბოროტმოქმედების ძებნა, რომლებსაც ვირუსის განსაკუთრებით მაღალი დონის სამიზნეების საწინააღმდეგო იარაღად სურთ გამოყენება.