„პოლიტიკოს“ ცნობით, მოსალოდნელი არეულობის მიზეზით, ბრიუსელში აღარ ჩატარდა „ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენცია“, რომელზეც ვიქტორ ორბანისა და ნაიჯელ ფარაჯის გამოსვლა იყო დაგეგმილი
„პოლიტიკოს“ ცნობით, ბრიუსელის პოლიციამ ევროპელ ულტრამემარჯვენეებს კონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცა. როგორც გამოცემა წერს, „ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენციაზე“, რომელიც ბრიუსელში დღეს უნდა დაწყებულიყო, სიტყვით გამოსვლას აპირებდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და „ბრექსითის“ მხარდამჭერი ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯი.
„პოლიტიკოს“ ცნობით, პოლიციამ ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, გაეუქმებინა ღონისძიება და ამის მიზეზად მოსალოდნელი არეულობა დაასახელა.
„ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკური ავტორიტეტის არმქონე დიქტატურის ქცევას. ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ტექნიკური საბაბი პოლიტიკური თვალსაზრისის დასაფიქსირებლად. მათ უთხრეს შენობის მფლობელს, რომ ღონისძიება თუ არ გაუქმდებოდა, შენობის ელექტრომომარაგებას შეწყვეტდნენ“, – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფრანკ ფურედიმ.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე შენობაა, სადაც ორგანიზატორებს კონფერენციის გამართვაზე უთხრეს უარი.