„პოლიტიკოს“ ცნობით, ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს
გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ალიანსში გენერალურ მდივნად მარკ რუტეს კანდიდატურას ორი მესამედი უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ნატო-ს წესების თანახმად, გადაწყვეტილება გენერალური მდივნის დანიშვნის შესახებ ერთხმად უნდა იქნას მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუტემ ალიანსის 31 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.