„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოლაპარაკებები ბრიუსელში 13-14 მაისს გაიმართება.
მანამდე „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ალიევსა და ფაშიანიანს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიღებს.
„პოლიტიკოს“ წერს, რომ დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.