„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა
„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა. როგორც გავლენიანი გამოცემა „ენბისი“ ამ კვირაში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის, რომელთა ასაკიც 35-ს არ აღემატება, ჯო ბაიდენის რეიტინგი 42%-ია, როდესაც მის მთავარ კონკურენტს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპი ასევე ლიდერობს კიდევ ოთხი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ამ თვეში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში.
ამას გარდა, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვიც იზრდება. როგორც ნოემბერში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ბაიდენის მიერ შესრულებული სამუშაოთი ამომრჩეველთა მხოლოდ 35%-ია კმაყოფილი. პარალელურად კი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი იზრდება და ამ თვეში მის საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა 47%-ს აღწევს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, საერთო ჯამში, ნოემბერში ჩატარებული 13 გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი, წინა გამოკითხვებთან შედარებით, გაუარესებულია.