„პოლიტიკო“ - ვიქტორ ორბანმა კორუფციული სკანდალის გამო ევროპარლამენტს დასცინა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კორუფციული სკანდალის გამო ევროპარლამენტს დასცინა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ვიქტორ ორბანმა „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფოტო, სადაც ისინი იცინიან. კომენტარად კი დაურთო წარწერა: „და ისინი ამბობენ, რომ ევროპარლამენტი სერიოზულად არის შეშფოთებული უნგრეთში კორუფციის გამო“.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის პროკურატურამ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამო ბრალი წარუდგინა ევროპარლამენტის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის და კიდევ სამ პირს, რომელთაც ქრთამის სანაცვლოდ კატარის უკანონო ლობირებაში ადანაშაულებენ.
მანამდე ევროპარლამენტი მკაცრად აკრიტიკებდა უნგრეთს კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო. სექტემბერში კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ „უნგრეთი დემოკრატია აღარ არის“.