„პოლიტიკო“ - ტრამპს სურს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების შეცვლა, რათა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს იმპიჩმენტი გამოუცხადონ
რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ცვლილებას, რათა კონგრესს საშუალება ჰქონდეს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადოს იმპიჩმენტი „ჯო ბაიდენის უუნარობის დაფარვისთვის“. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
როგორც მედია წერს, ვისკონსინის შტატის ქალაქ მოსინიში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ტრამპმა დაადანაშაულა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და დემოკრატები ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი გონებრივი შესაძლებლობების დაფარვაში.
„თქვენ თუ ამას აკეთებთ, ეს არის საფუძველი დაუყოვნებლივი იმპიჩმენტისა და თანამდებობიდან გადაყენებისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.