„პოლიტიკო“ - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების დროს გასათვალისწინებელია კორუფციის ფაქტორი
ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვისას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპელ კოლეგებს უთხრა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის დროს გასათვალისწინებელია კორუფციის ფაქტორი.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთში გაუჭირდება უკრაინის დამატებითი ხარჯების ახსნა კორუფციის გამო.
სლოვაკური მედიის თანახმად, რობერტ ფიცომ უკრაინას უწოდა „ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანა მსოფლიოში“.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის გადახედვის შესახებ დისკუსიისას იყო საერთო კონსენსუსი უკრაინისთვის გათვალისწინებული დამატებითი 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.