„პოლიტიკო“ – სი ძინპინი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით არ გამოვა, ვაშინგტონში მისი ვიზიტი 24 სექტემბერს დონალდ ტრამპთან შეხვედრით შემოიფარგლება
ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტისას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. სი ძინპინი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 24 სექტემბერს შეხვდება და მისი ვიზიტი მხოლოდ ამ შეხვედრით შემოიფარგლება. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში, სავარაუდოდ, 23 სექტემბერს ჩავა, 24 სექტემბერს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება, ხოლო 25 სექტემბერს ქვეყანას დატოვებს.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ სი ძინპინი 24 სექტემბერს დონალდ ტრამპს შეხვდება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის დროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდოდა. მოსალოდნელი იყო, რომ სი ძინპინი გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო განვითარებისა და გლობალური თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის ხედვას წარმოადგენდა.