„პოლიტიკო“ - ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით გაწევრიანებას
„პოლიტიკო“ - ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით გაწევრიანებას

ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით გაწევრიანებას, რომელიც წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარს გულისხმობს, – ამის შესახებ „პოლიტიკოწერს.

როგორც გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცონ. „პოლიტიკო“ წერს, რომ გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ მოკავშირეები ომის დასრულების შემდეგ წევრობის სამოქმედო გეგმისთვის გვერდის ავლით უკრაინის გაწევრიანებას დათანხმდებიან; გეგმის, რომელიც აპლიკანტი ქვეყნის გაწევრიანებამდე სამხედრო და დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვს.

პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ამის ერთგვარი მინიშნება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მზაობა გახდა, რომელმაც გასულ სამშაბათს სტოლტენბერგთან შეხვედრისას მხარი დაუჭირა გაწევრიანების ასეთ ნაბიჯს.