„პოლიტიკო“ - კრემლი ადასტურებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიისას დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ვირუსის ტესტირების კომპლექტები გაუგზავნა
გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამერიკელ ჟურნალისტ ბობ ვუდვორთან წერილში კრემლი ადასტურებს, რომ „კოვიდ – 19“-ის პანდემიის დროს, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ვირუსის ტესტირების კომპლექტები გაუგზავნა.
ბობ ვუდვორდს თავის ახალ წიგნში რუსეთის პრესიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის პასუხი მოჰყავს.
„ჩვენც ასევე გავგზავნეთ აღჭურვილობა პანდემიის დასაწყისში,“ – ციტირებს პესკოვის პასუხს ვუდვორდი საკუთარ წიგნში.
ვუდვორდი წიგნში წერს, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას, 2020 წელს, მან ფარულად გაუგზავნა პუტინს Abbott Point of Care Covid-ის ტესტირების აპარატები პირადი გამოყენებისთვის იმ პერიოდში, როდესაც Covid-ის ტესტები არც ისე მარტივი მოსაპოვებელი იყო. ტრამპმა ABC News-სთან საუბარში უარყო, რომ მან პუტინს Covid-ის ტესტის ნაკრები გაუგზავნა.
საკუთარ წიგნში ვუდვორდი ასევე წერს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგაც ტრამპმა და პუტინმა არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით, თუმცა დიმიტრი პესკოვი ამას რუსულ მედიასთან საუბარში არ ადასტურებს.