„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტრამპს თავისი განცხადების გამო, რომ აშშ არ დაიცავს ევროპას, თუ მას თავს დაესხმებიან
ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტრამპს თავისი განცხადების გამო, რომ აშშ არ დაიცავს ევროპას, თუ მას თავს დაესხმებიან, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„იდეა, რომ ის მიატოვებს ჩვენს მოკავშირეებს, თუ არ მიიღებს იმას, რაც სურს, ხაზს უსვამს, რაც ჩვენ უკვე ვიცით, რაც სიმართლეა დონალდ ტრამპის შესახებ – ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას აინტერესებს, არის საკუთარი თავი“, – განუცხადა ბაიდენის კამპანიის სპიკერმა, ამარ მუსამ „პოლიტიკოს“.
მუსას თქმით, ეს კომენტარები აჩვენებს, თუ რატომ არ უნდა აირჩიონ ტრამპი.
„ყოფილი პრეზიდენტის მუქარები ნატო-ს დასუსტების შესახებ და მისი გულწრფელობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძირს უთხრის ვაშინგტონის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სიძლიერეს გლობალურ ასპარეზზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხი წელი გაატარა დიქტატორების მყუდროებაში და ჩვენი ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხო გახადა“, – განაცხადა მუსამ.
როგორც „პოლიტიკო“ ფრანგ ევროკომისარზე დაყრდნობით წერს, 2020 წელს დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ აშშ არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.