„პოლიტიკო“ ფრანგ ევროკომისარზე დაყრდნობით წერს - ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა
„პოლიტიკო“ ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფრანგი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის თქმით, რომელიც იმყოფებოდა 2020 წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, განაცხადა, რომ ეს განცხადება ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გააკეთა, რომელ შეხვედრასაც ბრეტონიც ესწრებოდა.
„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასდროს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად. სხვათა შორის, ნატო მკვდარია და ჩვენ წავალთ, დავტოვებთ ნატო-ს,“ – ტიერი ბრეტონის თქმით, უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 წელს.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირის სამრეწველო პოლიტიკისა და თავდაცვის დღის წესრიგზე პასუხისმგებელმა კომისარმა, ბრეტონმა უბიძგა ევროკავშირს, გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე და გამოყო 100 მილიარდი ევრო იარაღის წარმოების გასაძლიერებლად.
„ეს იყო დიდი გამოღვიძება და ის შეიძლება დაბრუნდეს“, – თქვა ბრეტონმა ტრამპის შესახებ.