„პოლიტიკო“ - ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს
ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა მათ განუცხადა, რომ „ყველაზე მეტ სარგებელს ომისგან აშშ იღებს, რადგან მეტ ბუნებრივ აირს ყიდის, თან ძვირად, აშშ შემოსავალს იღებს იარაღის გაყიდვიდანაც“.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირში აცხადებს, რომ მსოფლიო ახლა ისტორიულ ეტაპზეა, რადგანაც აშშ-ის მიერ ინფლაციის გამო წამოწყებულმა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ და ენერგიაზე მაღალმა ფასებმა, ორმაგი დარტყმა მიაყენა ევროპას. საზოგადოებაში ომისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.
„აშშ-ში უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომლის კომენტარს „პოლიტიკო“ ანონიმურად ავრცელებს.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მოუწოდა ვაშინგტონს, ევროპის შეშფოთებას პასუხი გასცეს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირში ყველაზე ნეგატიურად შეხვდნენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ ე.წ. მწვანე სუბსიდირებისა და ინფლაციის დაძლევისკენ მიმართულ პაკეტებს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივები უსამართლო პირობებში აყენებს ევროკავშირს და ემუქრება ევროპის მრეწველობას.