„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უჭერს მხარს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უჭერს მხარს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ემანუელ მაკრონის ოფისი ჯოზეფ ბორელის შემცვლელად კაია კალასის კანდიდატურას აკვირდება. ამასთან, გამოცემა წერს, რომ მაკრონს ღიად არ განუცხადებია თავისი პოზიციის შესახებ.
„მაკრონსა და კალასს შორის კარგი ურთიერთობაა, მათ აქვთ მსგავსი შეხედულებები. ის არის ძლიერი ხმა, რომელსაც აქვს გავლენა თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად. საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში.