„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა
„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მაკრონის თქმით, ევროპა დიდი რისკის წინაშეა, რომ აღმოჩნდება კრიზისში, რომელიც მისი არ არის და რომელიც ხელს შეუშლის მას, ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ავტონომია. „პარადოქსი იმაშია, რომ პანიკით მოცულებს, გვჯერა, ამერიკის მიმდევრები ვართ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა: „კითხვას, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის თუ არა ჩვენს ინტერესში, დაჩქარდეს [კრიზისი] ტაივანზე? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელები, უნდა გავხდეთ ამ თემის მიმდევრები და მაგალითი ავიღოთ აშშ-ის დღის წესრიგისგან და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციიდან“.

გამოცემის ცნობით, ემანუელ მაკრონი ასევე ამტკიცებს, რომ ევროპამ გააძლიერა თავისი დამოკიდებულება აშშ-ზე იარაღისა და ენერგიის გამო და ახლა უნდა ფოკუსირდეს ევროპული თადაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებაზე.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მაკრონი ასევე სთავაზობს ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება „ამერიკული დოლარის ექსტრატერიტორიულობაზე“, რაც როგორც მოსკოვის, ასევე პეკინის მთავარი პოლიტიკური მიზანია.

„ორ სუპერძალას შორის დაძაბულობა თუ გამწვავდება, ჩვენ უნდა გავხდეთ ვასალები“, – აცხადებს მაკრონი.