„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის დამარცხების შანსი დემოკრატიული პარტიის ალტერნატიულ საპრეზიდენტო კანდიდატებს უფრო აქვთ, მათ შორის კამალა ჰარისს, ვიდრე ჯო ბაიდენს
„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის დამარცხების შანსი დემოკრატიული პარტიის ალტერნატიულ საპრეზიდენტო კანდიდატებს უფრო აქვთ, მათ შორის კამალა ჰარისს, ვიდრე ჯო ბაიდენს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ალტერნატიულ საპრეზიდენტო კანდიდატებს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, უკეთესი რეიტინგი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შვიდ საკვანძო შტატში, რომლებიც ტრადიციულად არჩევნების ბედს წყვეტენ.

Ამის შესახებ „პოლიტიკო“ დემოკრატიული პარტიის დახურულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხვა შვიდ მთავარ შტატში ჩატარდა, სადაც15 000-ზე მეტი პოტენციური ამომრჩეველი გამოიკითხა.

თითქმის ყველა კანდიდატს ჯო ბაიდენზე უკეთესო მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც, თუმცა ის სხვა სავარაუდო კანდიდატების საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ეს მონაცემები ადასტურებს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი დემოკრატიული პარტიის სხვა კანდიდატს უფრო ექნება, ვიდრე ჯო ბაიდენს.

ყველაზე მეტი მხარდაჭერა არიზონის სენატორს, მარკ კელის, მერილენდის გუბერნატორს, უეს მურის, პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროს და მიჩიგანის გუბერნატორს, გრეტჩენ უიტმერს აქვთ.

ყველა მათგანი ოთხ საკვანძო შტატში ბაიდენის მაჩვენებელს ხუთი პროცენტით ასწრებს.