დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“ უკრაინის დახმარების საკითხს
„პოლიტიკო“ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ ქემერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“ უკრაინის დახმარების საკითხს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ს, მეტი სამხედრო დახმარება გამოუყოს უკრაინას.
ქემერონის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თუ გაიმარჯვებს, „ჩვენ, ყველა დავმარცხდებით“.
„უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, ხარჯები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პუტინის მოგერიების ხარჯები. მსოფლიო გვიყურებს და დაგვსჯის, თუ ამას ვერ შევძლებთ“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.