„პოლიტიკო“ - „ბრიქსში“ გაწევრიანებაზე უარის საპასუხოდ, რუსეთმა ყაზახეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა
„პოლიტიკო“ - „ბრიქსში“ გაწევრიანებაზე უარის საპასუხოდ, რუსეთმა ყაზახეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა

რუსეთი ყაზახეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს მას შემდეგ კრძალავს, რაც ყაზახეთმა „ბრიქსში“ გაწევრიანებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს დარტყმას კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის.

„პოლიტიკო“ წერს, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის უსაფრთხოების მაკონტროლებელმა ორგანომ, „როსსელხოზნადზორმა“ 17 ოქტომბერს დროებით აკრძალა პომიდვრის, წიწაკის, ნესვის, ხორბლის, სელის თესლისა და ოსპის იმპორტი ყაზახეთიდან.

16 ოქტომბერს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ბერიკ უალიმ განაცხადა, რომ ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს „ბრიქსში“ განაცხადის შეტანისგან.

კითხვაზე, თუ რომელ ორგანიზაციას მიანიჭებს სამომავლოდ ყაზახეთი უპირატესობას, ბერიკ უალიმ აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა გაერო-ს, როგორც უნივერსალური და უალტერნატივო ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომელშიც ყველა მიმდინარე საერთაშორისო პრობლემა შეიძლება და უნდა განიხილებოდეს.