პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი - მსმენია, რომ საქართველოში ვითარება რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მხარს ვუჭერთ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-შიც
პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი - მსმენია, რომ საქართველოში ვითარება რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მხარს ვუჭერთ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-შიც

მსმენია, რომ საქართველოში ვითარება რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულ გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-შიც, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბოლესლავ პიეჩამ საქართველოს პირველ არხს მადრიდში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

ამასთან, ბოლესლავ პიეჩამ განაცხადა, რომ პოლონეთი და საქართველო უხსოვარი დროიდან ძალიან კარგი მეგობრები არიან და ეს მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ვიცი, რომ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში მომზადებულია წინადადებები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტი ვარ“, – განაცხადა ბოლესლავ პიეჩამ.