თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან ადვოკატი შევიდა. მის უფლებებს საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე დაიცავს.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საქმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და შეეცდება ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძისგან და გამომძიებლებისგან მიიღოს.
„უნდა შევიდე ბატონ ზურასთან, რომ უშუალოდ მისგან და გამომძიებლებისგან მივიღო ინფორმაცია. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს“, – რევაზ აჭარაძემ.
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის შსს-მ 11 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა.