პოლიციის ინფორმაციით, ტეხასის სკოლაში ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გახსნა
ტეხასის სკოლაში ცეცხლი 17 წლის დიმიტრიოს პაგოურტზისმა გახსნა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, ინფორმაციას ტეხასის შტატის პოლიცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში სროლის შედეგად რვა ადამიანია დაღუპული.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მეორე ეჭვმიტანილიც. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.