საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციის დღეს აღნიშნავს.
პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გახსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წარმატებული პოლიციელები სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლებით დააჯილდოვა.