პოლონეთში 5 ქართველი, 7 უკრაინელი და 1 მოლდოველი დააკავეს, საქმე 23 თებერვლის ღამეს პოლონელ პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმას უკავშირდება – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათივე ცნობით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, რვა მათგანს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მამაკაცებსა და ორ პოლიციელს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა მათ საბუთების წარდგენა მოსთხოვეს. ისინი პოლიციელებს თავს დაესხნენ, ესროდნენ ქვებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა კი ორი თავდამსხმელი ფეხში დაჭრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის მონაწილე ყველა პირი დაკავებულია. ისინი პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ ჩასული.