პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.