პოლიციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმო
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ერთი ნაწილი დაუთმეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ერთი მიმართულების დათმობა მოითხოვეს და პოლიციას რამდენიმეწუთიანი ვადა მისცეს.
პარლამენტთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ 15:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.
შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.
უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.