პოლიციამ რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყო [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.
„საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.