პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები იპოვა და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები იპოვა და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები პოლიციამ იპოვა. ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.

„მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ.

ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა იყო მოპარული.