შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქედაში მკვლელობის ფაქტზე 1979 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1987 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.