პოლიციამ ქარელში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ქარელში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე – 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე.

ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.